"თუ თქვენ გაქვთ სურვილი, ჩაერთოთ პარაოლიმპიურ სპორტში და მოძრაობაში, გპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ღირსეული და სრულფასოვანი საწვრთნელი და სავარჯიშო პირობები შეგიქმნათ" - რატი იონათამიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს მიმართავს

რატი იონათამიშვილი:


"შერიგების პოლიტიკაში და პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ამას გვაჩვენებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებით, კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. მიუხედავად იმისა, კონფლიქტის დროს არიან დაჭრილი, თუ არა.


მე მინდა, ქართველი პარაოლიმპიელების სახელით მივმართო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს - თუ თქვენ გაქვთ სურვილი, ჩაერთოთ პარაოლიმპიურ სპორტში და მოძრაობაში, გპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ღირსეული და სრულფასოვანი საწვრთნელი და სავარჯიშო პირობები შეგიქმნათ. ჩვენ ყოველდღიურად ვამსხვრევთ სტერეოტიპებს და სტიგმას და დავამსხვრიოთ ის ცრუ-წარმოდგენაც, რომ თითქოს ჩვენ მაღალი მიღწევებისთვის ერთად ბრძოლა არ შეგვიძლია.


საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ მუდმივად ესმოდეთ ჩვენი ხმა ამ ტრიბუნიდან."



კომენტარები:

ფართი შოპი