გიორგი ტყემალაძე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საჭიროა ახალგაზრდების მეტი აქტივობის უზრუნველყოფა!

12 Feb 2018 23:55

“ყველა ჩვენგანის სურვილია გვყავდეს განათლებული, ლაღი, ჯანსაღი, წარმატებული და იმავდრულად საუკუნოვან კულტურულ ტრადიციებზე გაზრდილი მომავალი თაობა”, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


მისი თქმით, მმართველმა გუნდმა,  ახალგაზრდებთან ერთად,  მათთვის საინტერესო და პროგრესზე გათვლილი რეალური ახალგაზრდული პოლიტიკა უნდა განახორციელოს, შექმნას მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო არსებული მუნიციპალური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი გახადოს.


საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საჭიროა ახალგაზრდების მეტი აქტივობის უზრუნველყოფა და საკითხის აქტუალობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პირველივე ფორუმში უშუალოდ არის ჩართული პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ფორუმის თემატიკაც საკმაოდ მრავალფეროვანია და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ზუსტად ასახავს.


„მთავარია, რომ ჩვენ სწორად ვაფასებთ არსებულ რეალობას, ჩვენი ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მიზნად ვისახავთ ამ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები:

ფართი შოპი