მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

განათლება 13 Dec 2020 19:41

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლადდანიშნულ ელჩთან  ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.


მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.


თავის მხრივ, აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის  მზადყოფნა გამოთქვა.



კომენტარები:

ფართი შოპი