5 წლის მარიამ გაბრიაძე, უკვე - 6 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალს ფლობს! (ვიდეო)

12 Feb 2018 22:39


მარიამ გაბრიაძე ჯერ მხოლოდ 5 წლისაა. პატარა გოგონა ტანვარჯიშითააგატაცებული და თავდაუზოგავად იბრძვის წარმატებისთვის. მისი  შრომა დაუფასებელი არ დარჩენილა. 10 თვიანი ინტენსიური ვარჯიშის შედეგად, მარიამი  6 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალს ფლობს. ასპარეზობა მიღებული აქვს საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ყველა კონკურსში. მონაწილეობას იღებს 4 დან 7 წლამდე ასაკის ბავშვთა შეჯიბრში. მარიამის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე, მისი დედა, შორენა ჯოხაძე გვესაუბრა. 


„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ასე გულშემატკივრობს მარიამს. ეს ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს. მადლობა მარიამის მწვრთნელებს, სოფო და სალომე ბოდაველს. მათ ღვაწლს  უკვალოდ არ ჩაუვლია. მარიამმა მოახერხა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებზე, საამაყო წარმატებას მიაღწია. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. დიდი სურვილი მაქვს საერთაშორისო კონკურსებშიც მიიღოს მარიამმა მონაწილეობა. ჩვენი ოცნებაა, ვასახელოთ საქართველო. ამისთვის, კი ბევრს ვშრომობთ.  დღის განმავლობაში 4-5 საათს ვატარებთ სპორტულ დარბაზში. მარიამი  4 წლის იყო, როდესაც პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ყოველი დღე, ჩვენს ოჯახში მუსიკითა და ვარჯიშით იწყება. გატაცებულია ამ სპორტით და ვერც წარმოგვიდგენია დღე ვარჯიშის გარეშე"- განაცხადა შორენა ჯოხაძემ. 


5 წლის მარიამი, უკვე 10 თვეა რაც ტანვარჯიშის სპორტული განვითარების ცენტრის მოწაფეა.



კომენტარები: