თამარ ჩერგოლეიშვილი: ბოცო წიკლაურის დამხობილი ბიძინა არ გაიშვას!

11 Feb 2018 22:41

ტაბულას" დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "ბიძინა ივანიშვილის შეცვლა არ ადარდებს, მას მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და ძალაუფლების სიკეთეებით ძღომა ადარდებს".


"ერთადერთი მიზეზი, რატომაც ექსპრეზიდენტი აგრძელებს დემოკრატიული პროცესის და არჩევნების მიმართ მავნებლური ნიჰილიზმის თესვას და გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების დამხობაში ხედავს ისაა, რომ ექსპრეზიდენტმა ზუსტად იცის - ის საქართველოში ძალაუფლებას არჩევნების გზით ვერ დაიბრუნებს.

მას არ ადარდებს ბიძინას შეცვლა. მას მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და ძალაუფლების სიკეთეებით ძღომა ადარდებს.

ზუსტად იცის, რომ ქართველი ამომრჩეველი მას ხმას არ მისცემს.

ამიტომ, ფსიქოლოგიურად მზადა როგორც უკანასკნელმა მხდალმა, კიევის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან გვიყუროს, როგორ ცურავს სისხლში მთელი ქვეყანა, ოღონდ ამაში ძალაუფლების დაბრუნების შანსს ხედავდეს.

ცხადია, ესეც მისი ჰალუცინაციის ნაწილია, ბოცო წიკლაურის დამხობილი ბიძინა არ გაიშვას", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 


"აიპრესი"

კომენტარები:

ფართი შოპი