ტექნოლოგიური საჩუქრები

წინასაახალწლო სამზადისი ყველასთვის სხვადასხვა დროს იწყება. ყველა ოჯახს თავისი ტრადიციები აქვს, თუმცა ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად გამორჩეული განწყობაა საახალწლო ღამეს. სახლის სიმყუდროვეს ძალიან განაპირობებს კეთილმოწყობა და კომფორტი, ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ გამორჩეული საჩუქრების ნუსხა, მათთვის ვისაც უყვარს თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნოლოგია.



მაშ ასე წარმოგიდგენთ 2020 წლის სუპერვასკვლავებს - საყოფაცხოვრებო ტექნიკაში:



სარეცხი მანქანა


SAMSUNG  FlexWash Washing Machine-ის გამორჩეულობა თავიდანვე თვალში მოგხვდებათ, გარდა იმისა რომ შავ კორპუსზე ნეონური ფერის ნათებით არის აღჭურვილი, ეს არის 2/1ში სარეცხი მანქანა, ანუ მისი დატვირთვა შესაძლებელია, როგორც ზემოდან ასევე - წინა მხრიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად ორი სარეცხი განყოფილება გაქვთ, რაც დიდი ოჯახისთვის ნამდვილი საჩუქარია.


შედარებით პატარა სარეცხი განყოფილება დელიკატური ნივთებისთვის არის შექმნილი და შესაბამისი რეცხვის რეჟიმები აქვს.


აღნიშნული მოდელი, ორ ფერშია წარმოდგენილი შავში და თეთრში, თუმცა ყველა სარეკლამო სივრცეში შავმა მეტი ყურადღება დაიმსახურა, როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებლის მხრიდან.


ეს ჭკვიანი სარეცხი მანქანა თქვენს ტანისამოსს უკეთ ხედავს ვიდრე თქვენ. ავტომატური პროგრამები თავად შეისწავლიან ლაქების ადგილმდებარეობას, ამუშავებენ. მაქანას აქვს ტანსაცმლის მოვლის სხვადასხვა რეჟიმი. ასევე Wi-Fi კავშირი დისტანციური მართვისთვის.
მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის უბრალოდ სახლისთვის აუცილებელი ნივთი, ნამდვილი ფუფუნების საგანია.


ტელევიზორი

LG CX OLED – OLED ტელევიზორებს შორის 2020 წლის საუკეთესოს წოდებას ნამდვილად იმსახურებს. ეს მოდელი წინა წლის LG C9 - გან თითქოს არ განსხვავდება, მაგრამ გაუმჯობესებული (ისედაც ძალიან კარგი)  გამოსახულება და რამდენიმე ტექნოლოგიური განახლება მას ბაზარზე საუკეთესოდ აქცევს.



48 დიუმიანი ეკრანი გაძლევთ სრულყოფილ გამოსახულებას, ხოლო ტელევიზორში დამონტაჟებული შიდა დინამიკები ხარისხიანი ხმით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა რომ არ აქვს HDR10+ წელს საუკეთესო არჩევანი იქნება.




მობილური ტელეფონი

ვინ იფიქრებდა რომ კიდევ შევესწრებოდით რაიმე ინოვაციურს მობილური ტელეფონების ბაზარზე, თუმცა Galaxy Z Fold 2-მა ყველა გააკვირვა. დასაკეცი ტელეფონების უკვე მეორე ხაზი ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა ვიდრე წინა. სენსაციურად გამძლე ელემენტი და ორიგინალური კორპუსი მას ამ წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონად აქცევს. ამ მოდელის მინუსებზე საუბრისას, ხშირად ახსენებენ კამერას, რომელიც ცუდი არ არის თუმცა გაბერილი ფასის ფონზე უკეთეს მოლოდინებს ქმნიდა.


გამორჩეული საჩუქრების ნუსხა მზად არის, თუმცა ნამდვილი საჩუქარი ყურადღებაა და გახსოვდეთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ლამაზთან ერთად ფუნქციურიც უნდა იყოს.



კომენტარები:

ფართი შოპი