აშშ ვერასდროს შეეგუება საქართველოში არადემოკრატიულ რეჟიმს და ყოველთვის იქნება თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების უმთავრესი გარანტი - ახვლედიანი

პოლიტიკა 12 Nov 2020 01:10

ევროპული საქართველოს წევრის, არმაზ ახლედიანის თქმით, საქართველო აშშ-სთვის კავკასიის რეგიონში რჩება ერთადერთ საიმედო საყრდენად, რომლის უმთავრესი პირობა არის საქართველოს მტკიცე ნაბიჯებით სვლა ევრო-ატლანტიკური გზით.


ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის არადემოკრატიული მმართველობა ნოყიერი ნიადაგია საქართველოში კრემლის ინტერესების დასამკვიდრებლად. 


„პომპეო ჩამოდის საქართველოში! თითქოს რა უცნაური ვიზიტია - თითქოს რა დროს საქართველოა, როცა აშშ-ში ძალაუფლების გადაცემის მექანიზმია ჩართული, თანაც იქ არსებულ საკმაოდ არაორდინალურ პოსტსაარჩევნო გარემოში, კოვიდი კვლავ მძვინვარებს და ჩვენთან არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიც თითქოს სულაც არ უნდა იყოს მსოფლიოს პირველი დიპლომატის, ერთი შეხედვით, დაუგეგმავი ვიზიტისთვის საუკეთესოდ შერჩეული მომენტი!


მაშ, რა ხდება, რატომ ჩამოდის პომპეო?! დაკვირვებული თვალისთვის ყველაფერი ნათელია: აშშ (მით უფრო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში) ვერ შეეგუება ჩვენი რეგიონის კრემლისთვის გადაბარებას, არადა, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სურათი ამ ეტაპზე სწორედ ასეთია, ბაქო და ერევანი კრემლის ამ ავანტიურის შედეგად, დიდი ხნით ექცევა მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ. ამ ვითარებაში აშშ-თვის საქართველო რჩება ერთადერთ საიმედო საყრდენად რეგიონში. თუმცა ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთი უმთავრესი პირობა: საქართველოს მტკიცე ნაბიჯებით სვლა ევრო-ანტლანტიკური გზით, რაც შეუძლებელია ქვეყანაში რეალური დემოკრატიული პროცესის დაწყების გარეშე! ყველაფერი ნათელია: აშშ-თვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული, დასავლური ორიენტაციის მმართველობა და საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობა სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული ასეთი ხელისუფლების მიმართ! ივანიშვილის არადემოკრატიული მმართველობა საუკეთესო, ნოყიერი ნიადაგია საქართველოში კრემლის ინტერესების დასამკვიდრებლად. სწორედ ამიტომ, აშშ ვერასდროს შეეგუება საქართველოში არადემოკრატიულ რეჟიმს და ყოველთვის იქნება თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების უმთავრესი გარანტი!“ - განაცხადა ახვლედიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი