იოსებ ხახალეიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა სტაბილური საქართველო და ერთად სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ

პოლიტიკა 11 Nov 2020 01:19

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.


იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ამჯერად კახიანოურის მოსახლეობას შეხვდა და ბალანჩივაძის, ხაბეიშვილის, ახალგაზრდობის, აბაშიძის მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობასა და საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ინდივიდუალურად გაესაუბრა.


"მაშინ, როცა კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირდება ასეულობით ადამიანი და ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას, ძნელია იფიქრო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,  მაგრამ დამერწმუნეთ, მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე საუკეთესო არჩევანია. როცა მშვიდობაა და სტაბილური ვითარება, გვაქვს ფიქრის, გაანალიზების და უკეთესისკენ სწრაფვის საშუალება. სხვა ყველა პრობლემა მოგვარებადია. მინდოდა ეს გზავნილი მიმეტანა თითოეულ მოქალაქემდე. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე და შევთანხმდით, რომ გვინდა მშვიდობიანი საქართველო და ერთად სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი