"ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ" - სააკაშვილი სამართალდამცავებზე

"მო­რე­კა­ვენ ამ კოს­მო­ნავ­ტებს და დოქ­სო­პუ­ლო­ებს, დედა ჰყავთ პრინ­ციპ­ში, ყვე­ლას სა­ხე­ლი და გვა­რი ვი­ცით, ყვე­ლას მი­სა­მართს ცალ-ცალ­კე უნდა მი­ვა­კი­თხოთ, უნდა დავ­ღა­ლოთ, გავ­თან­გოთ, გა­მოვ­ფი­ტოთ", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას.


"ძა­ლი­ან მა­გა­რია ერ­თი­ა­ნო­ბა ამ ოპო­ზი­ცი­ით. პრაქ­ტი­კუ­ლად მე ყვე­ლას გა­მოს­ვლას დღეს მო­ვა­წერ­დი ხელს. გა­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. დავ­ღა­ლოთ, დავ­ღა­ლოთ. ძა­ლი­ან სუს­ტე­ბი არი­ან. ერთ ად­გი­ლას კონ­ცენ­ტრა­ცია მათ შე­უძ­ლი­ათ, მო­რე­კა­ვენ ამ კოს­მო­ნავ­ტებს, მაგ­რამ ამ კოს­მო­ნავ­ტებს და დოქ­სო­პუ­ლო­ებს დედა ჰყავთ პრინ­ციპ­ში? ყვე­ლას სა­ხე­ლი და გვა­რი ვი­ცით, ყვე­ლას მი­სა­მართს უნდა მი­ვა­კი­თხოთ, მი­ვა­კი­თხოთ ყვე­ლას ცალ-ცალ­კე, უნდა დავ­ღა­ლოთ, გავ­თან­გოთ, გა­მოვ­ფი­ტოთ. ერთ ად­გილ­ზე რა­ტომ უნდა შე­ვე­ტა­კოთ. ყველ­გან უნდა გა­ვუხ­სნათ ფრონ­ტი, ყველ­გან უნდა გა­მოვ­ფი­ტოთ, დავ­ღა­ლოთ, გა­ვარ­ცხვი­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ფხუ­ტის უკან და­მა­ლუ­ლი, ოჯა­ხის წევ­რებს და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, ავუხ­სნათ, რა­ზეა ლა­პა­რა­კი. ავუხ­სნათ, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნას ვკარ­გავთ. რო­მე­ლი­მე პარ­ტია კი არ არის, ქვე­ყა­ნა იკარ­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო იკარ­გე­ბა და მათი სა­ხე­ლე­ბი არ უნდა შე­ვი­დეს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­მა­რე­ბე­ლი სა­ხე­ლე­ბი, ამი­ტომ ყვე­ლას სა­ხე­ლი და გვა­რი უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს, მათი მი­სა­მარ­თე­ბი, მათ ოჯა­ხებ­ზე უნდა გა­ვი­დეთ, ვე­ლა­პა­რა­კოთ, გა­მოვ­ფი­ტოთ ყვე­ლა­ნა­ი­რად", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.



კომენტარები:

ფართი შოპი