"მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის!"- ირმა ინაშვილი

"მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია  - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა!" - წერს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.  


"აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!" - წერს ირმა ინაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი