ტარიელ ნაკაიძე სუს-ის მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლაზე საუბრობს

პოლიტიკა 30 Oct 2020 21:00

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური და ადგილობრივი ჩინოვნიკები ზეწოლას ახორციელებენ ამომრჩეველზე და მათ აშინებენ ნათესავებისა და ახლობლების სამსახურიდან გაშვებით და სოციალური დამხარებების მოხსნით.


ნაკაიძე მოუწოდებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში და შეეშვან უკანონო ქმედებებს.


„ჩვენი წარმომადგენლები, შუახევიდან ხულოდან და ქედიდან გვამცნობენ, რომ სუსი და ადგილობრივი ჩინოვნიკები კარდაკარ დადიან და აშინებენ, ზეწოლებს ახორციელებენ ჩვენს მომხრეებზე, ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ნათესავებისა და ახლობლების სამსახურებიდან გაშვებით.


ივანიშვილის ხელისუფლებას მოგიწოდებთ, დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში და შეეშვით უკანონო ქმედებებს.  არაფერი გამოგივათ ხვალ ბოლო დღე გაქვთ ხელისუფლებაში დარჩენის.“- აცხადებს ნაკაიძე.



კომენტარები:

ფართი შოპი