31 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, დავნერგოთ ეს სანუკვარი – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურა -ახვლედიანი

პოლიტიკა 30 Oct 2020 20:53

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, 31 ოქტომბერი არის უნიკალური შანსი, ქვეყანაში მოხდეს ზოგადსაკაცობრიოდ აპრობირებული მრავალპარტიული შერეული მმართველობის ფორმირება.


ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ გზით დაინერგება ღირსეულად გამარჯვებისა და ღირსეულად დამარცხების კულტურა.


„ყოველთვის მიკვირდა, რა მსუბუქად ახერხებენ ხოლმე ხელისუფლებიდან წასვლას იქ, დასავლეთში. რა არის ეს, რა კულტურაა? როდესაც ირჩევ, მართავს და შეუძლია ძალდატანების, განსაკუთრებული მოწოდებების გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ვადა ამოეწურა ან რომ ხვდება, სხვა უკეთ გააკეთებს, მისი დრო გავიდა და, აი, ამ განსაკუთრებული წასვლის კულტურით ისიც უნდა წავიდეს.


ჩვენთან რა გვემართება, რომ მოვდივართ და წასვლა ასე გვიჭირს, წასვლა ასეთი მტკივნეულია. რა სამარცხვინო, რა უბედური რამ შეგვეყარა საქართველოში!


ახლა, 31 ოქტომბერს, სწორედ ამიტომ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ამ მავნე ტრადიციას ზურგი ვაქციოთ და დავიწყოთ ახალი, საუკეთესო, საქართველოზე მორგებული, ზოგადსაკაცობრიოდ აპრობირებული მრავალპარტიული შერეული მმართველობის ფორმირება. ასე, ამ გზით, დავნერგავთ ამ სანუკვარ – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურას“ - განაცხადა ახვლედიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი