კახა კალაძე: ჩემო მეგობრებო, ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა. გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე

პოლიტიკა 30 Oct 2020 20:50

"ჩემო მეგობრებო, ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა. გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე, ხვალ,  ჩვენი ქვეყნის ერთად დგომის დღე უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობის, ერთმანეთზე წაქეზების და დესტრუქციის პოლიტიკას ისევ დარჩეს გასაქანი ამ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ავირჩიოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, გაერთიანების და წარმატების გზა. გზა, რომელსაც ადგას “ქართული ოცნების” გუნდი და ქართველი ხალხი. გზა, რომელმაც უნდა აასრულოს საქართველოს თითოეული  შვილის ოცნება და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის დიდი პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებით."-  განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. 


"ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ. ჩვენი გუნდი, რომლისთვისაც სამშობლო და ადამიანი უზენაესი ღირებულებაა, ამაყობს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით, განხორციელებული რეფორმებით: დემოკრატიული გარდატეხით, გაძლიერებული ეკონომიკით, უკეთესი ჯანდაცვითა და განათლებით, მშვიდობითა და უსაფრთხოებით, ღირსეული ჯარითა და პოლიციით, ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფი სვლით.


დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ  მომდევნო წლების განმავლობაში ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ და გადავლახავთ.


ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით: გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება; ვამაყობთ „ქართული ოცნების“ თითოეული წევრითა და მხარდამჭერით, რომლებიც თავის წილ აგურს დებენ საქართველოს წარმატებისთვის და წინსვლისთვის; ვამაყობთ ჩვენი მშრომელი და მებრძოლი ხალხით, რომელიც ყოველთვის იდგა და დგას ჩვენი მამულის, ენისა და სარწმუნოების სადარაჯოზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერით, ბიძინა ივანიშვილით, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება მოუტანა, და რომელიც ყოველთვის დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სადარაჯოზე.


ჩემო მეგობრებო, ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა. გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე, ხვალ,  ჩვენი ქვეყნის ერთად დგომის დღე უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობის, ერთმანეთზე წაქეზების და დესტრუქციის პოლიტიკას ისევ დარჩეს გასაქანი ამ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ავირჩიოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, გაერთიანების და წარმატების გზა. გზა, რომელსაც ადგას “ქართული ოცნების” გუნდი და ქართველი ხალხი. გზა, რომელმაც უნდა აასრულოს საქართველოს თითოეული  შვილის ოცნება და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის დიდი პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებით.


ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მე მწამს ჩვენი ხალხის, მე მწამს თითოეული თქვენგანის და მჯერა, ხვალ “ქართული ოცნების” გამარჯვებით,გაიმარჯვებს ყოველი ქართველი, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა."- განაცხადა კახა კალაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი