ირაკლი ღლონტი: მალე შევხვდებით - აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატში და განსხვავებული ამპლუით!

07 Feb 2018 02:29

ირაკლი ღლონტი, "რეფორმატორეების" ლიდერი:


_დიდი მოლოდინებით ვუყურე ,,რეაქციაში'' გამართულ გადაცემას ემიგრანტებთან დაკავშირებით. 


პირველ რიგში მადლობა წამყვანს, რომ ამ თემას მიუძღვნა გადაცემა, სადაც  მონაწილეობდა ჩემი მეგობრებიც და უბრალოდ კარგი ნაცნობებიც. 


ითქვა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ითქვა, ახსენეს 90-იანი წლები, შემდეგ 2002-2012 წლები, ბოლოს 2012-დან დღემდე პერიოდი, ისევ ტრიალებდა ნდობას მოკლებული სტატისტიკური ციფრები,  ერთმა ნაკლებად ცნობილმა ახალგაზრდა ექსპერტმა ისიც თქვა, ვერ ვხვდები რატომ არის უმუშევრობა, დღეს ხომ ბიზნესი თავისუფალიაო. 


არაერთხელ და სხვადასხვა ბრუნვაში ახსენეს ჯანდაცვის პროგრამა და ისიც კი თქვეს, გერმანულ მოდელზე წარმატებულია ქართული მოდელიო. 


ბევრი რამ ითქვა, საინტერესო და ცხარე ეთერი იყო, ჩემი მეგობრები დღესაც ფორმაში იყვნენ, თუმცა, ემიგრანტებისთვის მიძღვნილ გადაცემაში  საცობებზეც კი იყო მსჯელობა, მაგრამ  არ ითქვა ის, რასაც მე და 1 700 000 - ზე მეტი თანამემამულე ველოდებოდით, არ ითქვა ემიგრანტების როლზე, ემიგრაციისა და დიასპორის მნიშვნელობაზე, მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, არც ერთი სიტყვა არ ითქვა  დაბრუნების პერსპექტივებზე და საჭიროებაზე, ბევრი არ ითქვა...


ჩემო მეგობრებო, ყველა გასული დღე მარწმუნებს, რომ თვითმმართველობის დროა, ყველა ფორმატი, ყველა პროცესი, ყველა საკითხი ეთმობა ყველაფერს, გარდა ემიგრანტების დაბრუნების პერსპექტივისა. არსად არ ხდება ემიგრანტების და დიასპორის შესახებ სიღრმისეული მსჯელობა, იმის, რომ ამ ხალხის დაბრუნების გარეშე პრაქტიკულად ილუზორულია საქართველოს მოღონიერება.


ბევრი სათქმელი იყო, თუნდაც ახლა 650 000 ლარით დაფინანსებული სამთავრობო პროგრამის შესახებ, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებაზე, ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებზე, მათ შორის რეადმისირების შესახებ.


11 თვე... 11 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გამიჯნული ვარ ყოველგვარ პოლიტიკურ ფორმატს, 11 თვე ვსწავლობ, ვმუშაობ, ვიკვლევ საკითხებს, რომელსაც თქვენამდე მოვყავარ, დღეს უკვე არსებობს სამუშაო ჯგუფი, წარმატებული ემიგრანტების და დიასპორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით და ძალიან მალე ქართულ რეალობაში შემოვალთ ახალი სიტყვით, საქმით და პროექტებით.


ვემზადებით, მალე შევხვდებით აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატში და განსხვავებული ამპლუით.


#comebacktogeorgia !

#თვითმმართველობისდროა !

#უნდადაბრუნდეთსაქართველოში !

კომენტარები:

ფართი შოპი