ირმა ინაშვილი: "არავითარი კავშირი და შეხება კადრების მოპოვების ან გასაჯაროების თემასთან არ ჰქონია ვანო ჩხარტიშვილს, არც ვინმე სხვას, ვინც მერე იბრალებდა"

"არავითარი კავშირი და შეხება კადრების მოპოვების ან გასაჯაროების თემასთან არ ჰქონია ვანო ჩხარტიშვილს, არც ვინმე სხვას, ვინც მერე იბრალებდა"- წერს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 


"ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს!"პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ინაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს."კარგად მოუსმინეთ იმ ე.წ. პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დღეებში პატიმართა წამების კადრებზე კომენტარს აკეთებენ:


1. თურმე, პატიმართა წამების დამამტკიცებელი ფაქტების გასაჯაროება   ყოფილა... არც მეტი, არც ნაკლები, კომპრომატის გასაჯაროება. აქამდე ვიცოდი, რომ ეს სისხლის სამართლის  უმძიმესი დანაშაულის მხილება იყო და ამ ე.წ. პოლიტიკოსების აზრით, კომპრომატი ყოფილა! ვინც თქვენ პოლიტიკოსები დაგარქვათ, იმის ტვინში ჩახედვაც არ მინდა. ადამიანებო, პოლიტიკოსი მარტო ენა კი არაა, სინდისია, სინდისი, რაც თქვენ პრინციპში არც არასდროს გქონიათ, რომ დღეს დაგეკარგათ.


2. როცა მე და "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერები ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებზე ვსაუბრობდით, ამისი დაჯერება არავის უნდოდა,  რადგან მტკიცებულებად არავინ თვლიდა პატიმართა წერილებს ან ინტერვიუებს. არადა, 2010-2011 წლებში გლდანის ციხე ნამდვილი ოსვენციმი იყო. მთელი სისტემის მამხილებელი ფაქტი მოვიპოვეთ მხოლოდ 2012 წლის 24 აგვისტოს, როცა კარანტინის დაშლის კადრების გადაღება მოხდა. რატომ ინახავდნენ კადრებსო, ვიღაცა კნაოდა წეღან... ალო, შურით, ბოღმით და ბოროტებით აღვსილო იდიოტებო, ეს კადრები ჩვენი სიცოცხლის ფასად გავასაჯაროეთ გადაღებიდან სულ რაღაც 1 თვეში. ასე გონივრულად და ფრთხილად რომ არ გვემოქმედა, ცოცხალი დღეს არ ვიქნებოდით, ხოლო ის კადრები, ანუ ფაქტები მზის სინათლეს ვერასდროს იხილავდა!


3. "კადრების გასაჯაროების მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო და არა პატიმრების დახმარებაო". გვაპატიეთ რამენაირად, რომ მხოლოდ 2012 წლის 24 აგვისტოს მოვიპოვეთ  სისტემური დანაშაულის ამსახველი და მამხილებელი ფაქტები. რომ მოგვეპოვებინა 2010 წლის 24 აგვისტოს, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გავასაჯაროვებდით. დიახაც რომ ჩემი და ჩვენი მიზანი სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის მხილება და პატიმართა სიცოცხლის გადარჩენა იყო!!! და სულ რომ არაფერი გავაკეთოთ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე  მე, დათო თარხან- მოურავმა და გიორგი ლომიამ, მარტო ის კმარა, რომ ათასობით პატიმარი ვიხსენით წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან!  მწამებელთა პარტია რომ დამარცხდა და "ქართულმა ოცნებამ" რომ გაიმარჯვა, ესეც დიდი შვება იყო ჩვენი ხალხისთვის, ამიტომ აქაც მართალი ვართ!!!


4. არავითარი კავშირი და შეხება კადრების მოპოვების ან გასაჯაროების თემასთან არ ჰქონია ვანო ჩხარტიშვილს. არც ვინმე სხვას, ვინც მერე იბრალებდა, ეს მე გავაკეთეო და ასეთი ათობით ფეიკი გავიცანი, როცა ბელგიიდან თბილისში დავბრუნდი.და ბოლოს, არავითარი პირადი სიკეთე ჩვენ არ მიგვიღია პატიმართა წამების ამსახველი ფაქტების გავრცელების მერე. გავაგრძელეთ მუშაობა "ობიექტივში" და ჩემს სახლში გახეთქილი ჭერიდან ისევ ისე წვიმდა, როგორც მანამდე. "2 მილიონის პატრონი" სახურავს მაინც გამოვცვლიდი, მაგრამ ვერ გამოვცვალე.ამ ისტორიაში მე სულ სხვა მომენტი მაფიქრებს: ამდენ უსინდისოს ვინ დაარქვა პოლიტიკოსი?და ბოლოს, ვინმე გაბედავთ იმის თქმას, რომ პატიმრებს მასობრივად არ აწამებდნენ? მოგველანდა, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა? მოგველანდა, რაც სასამართლომ დაადგინა?  არაა ციხის კადრები მწამებელთა პარტიისთვის მომგებიანი თემა, ვერაფერს ვერ შეატრიალებთ, ვერც ისტორიას და ფაქტებს წაშლით. ხალხს ყველაფერი ახსოვს. იმედია, ახსოვს!" - წერს ირმა ინაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი