გიორგი ჩითარიშვილი: როსტომ სესიაშვილზე ასეთი ამაზრზენი და ცილისმწამებლური ფონის შექმნა უბრალოდ სამარცხვინოა! ბევრ მისნაირ მერს ვისურვებდი

ხალხის ხმა 26 Oct 2020 18:25

ყოფილი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჩითარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ძალიან დიდი ხანია, თავს ვიკავებ პოლიტიკოსების შეფასებისგან და ამ პროცესებში ჩარევისაგან.  რამოდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ არხზე მომზადებული სიუჟეტი ვნახე ყვარლის მერზე - როსტომ სესიაშვილზე. როსტომს ვიცნობ წლებია და ასეთი ამაზრზენი და ცილისმწამებლური ფონის შექმნა ამ ადამიანზე, უბრალოდ სამარცხვინოა!  პირდაპირ და მოურიდებლად შემიძლია ვთქვა : ეს კაცი გადაყოლილია რაიონზე!  შიდა გზები დაიგო ისეთ ადგილებში და სოფლებში, სადაც ვერასოდეს ვერავინ წარმოიდგენდა ! ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა ამ მცირე პერიოდში!  წარმატებები როსტომ! და ვისურვებდი ბევრ შენნაირ მერს!"- წერს გიორგი ჩითარიშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი