კახა კახიშვილი: მჯერა, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან ერთად, ისნის რაიონში არსებულ ყველა იმ გამოწვევაზე შევძლებთ შესაბამისი პასუხის გაცემას!

პოლიტიკა 26 Oct 2020 17:59

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში, ჯიქიას ქუჩაზე, ასევე, დურმიშიძის, ტოლენჯისა და გვენცაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა. 


"შეკრებილებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებთან ერთად, ჩემი სამოქმედო გეგმები გავაცანი, რომლებსაც გამარჯვების შემდეგ ისნის რაიონში განვახორციელებ.


ვისაუბრეთ დასაქმების პროგრამაზე, რომელიც არჩევნების დასრულებიდან უმოკლეს დროში ამოქმედდება, აგრეთვე, იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა ინიცირებას პარლამენტში ვგეგმავ. მოსახლეობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მუდმივ კომუნიკაციას დავპირდი, რაც სპეციალური თემატური ჯგუფების მეშვეობით განხორციელდება. 


უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე, როცა ქვეყანა მაჟორიტარული სისტემით დეპუტატებს ბოლოჯერ ირჩევს, ერთი კვირა რჩება. მჯერა, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან ერთად, ისნის რაიონში არსებულ ყველა იმ გამოწვევაზე შევძლებთ შესაბამისი პასუხის გაცემას, რის შესაძლებლობასაც მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება და კომპეტენცია იძლევა." - წერს კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 





კომენტარები:

ფართი შოპი