"გადავწყვიტე დავაფუძნო ახალი პოლიტიკური პარტია - „დავითი და თამარი!“,

06 Feb 2018 00:49

გიორგი ჩახაია, ფინანსისტი:


_უკვე ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის, გადავწყვიტე დავაფუძნო სრულიად ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „დავითი და თამარი“ და მონაწილეობა მივიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ერთ-ერთი მთავარი დაპირება ის იქნება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ფიქტიურად დასაქმებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ე.წ. „დასაქმებულები“, გარკვეული რეორგანიზაციის შედეგად, იგივე რაოდენობის ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადდება ღია კონკურსი და ყველა ჭეშმარიტად წესიერ და პროფესიონალ ადამიანს მიეცემა დასაქმების შესაძლებლობა.

ეს იქნება ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც დაუყოვნებლივ განხორციელდება და არა დროთა განმავლობაში და რომელიც წინასწარი გათვლებით ათიათასობით უმუშევარ ადამიანს დასაქმების შანსს მისცემს.

ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ადამიანს წესიერება და პროფესიონალიზმი დაუფასდება და არა ე.წ. „ვაზელინობა“ ან ინტრიგნობა.

თავის დროზე თქვენი გვერდში დგომაც დამჭირდება, და ეჭვიც კი არ მეპარება ამაში.

კომენტარები:

ფართი შოპი