ირმა ინაშვილი: რადგან ასე გსურთ - საზოგადოებას კვლავ გავახსენებთ და სრულ ჩანაწერებს ვაჩვენებთ, როგორ აწამებდით ხალხს! ხომ ეს გინდოდათ, თქვე სადისტებო?!

"ჩვენ ვიხილეთ მორიგი ცილისწამება და ტყუილი, რაც არაა გასაკვირი ნოდარ მელაძისგან.  მზად ვარ, დავიკითხო სიცრუის დეტექტორზე,   რომ არც 2 მილიონი ამიღია, არც 1 მილიონი და საერთოდ არც 1 ლარი. უბრალოდ, წარმოუდგენელი, ამაზრზენი ცილისწამებაა."- წერს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


"ახლა მეორე: იგივე ტვ პირველი ამბობდა, რომ რუსებმა 8 მილიონი მოგვცეს არჩევნებზე. არადა  არჩევნებზე 600 000-იც არ დაგვიხარჯავს და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ 500 000-ზე ცოტა მეტი დავხარჯეთ. თანაც, ნახევარი სახელმწიფო დაფინანსებაა.


მესამე- ვანო ჩხარტიშვილს ციხის კადრებთან არავითარი შეხება არ ჰქონია. მოკლედ- ყველაფერი მორიგი ტყუილია, მაგრამ რადგან ასე გსურთ -  საზოგადოებას კვლავ გავახსენებთ  და  სრულ ჩანაწერებს ვაჩვენებთ, როგორ აწამებდით ხალხს. ხომ ეს გინდოდათ, თქვე სადისტებო."- წერს ირმა ინაშვილი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი