კახა კახიშვილი: ადამიანის სიცოცხლე არანაირ თანხად არ შეიძლება შეფასდეს, გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე გაიხსნება

"ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანების  უსაფრთხოებაა და ამის გამო საკუთარი სიცოცხლის დიდი რისკის ქვეშ დაყენება შეუძლია."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 


"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა; 


უღრმესი მადლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას იმ გმირობისთვის, რაც მთელმა საქართველომ ნახა. მადლობას ვუხდი ყველა იმ პოლიციელსა თუ სპეცდანიშნულების რაზმის წევრს, ვინც ოპერაციის უსისხლოდ დასრულებაში  და 43 ადამიანის გადარჩენაში წვლილი შეიტანა.


ადამიანის სიცოცხლე არანაირ თანხად არ შეიძლება შეფასდეს. უმთავრესი მიზანი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება, მიღწეულია. არ შეიძლება ფაქტის ეპიზოდურად შეფასება. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე გაიხსნება.


ზუგდიდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი და ღირებულება ადამიანი და მისი სიცოცხლეა." - წერს კახა კახიშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი