პოლიციამ თბილისში გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალი 20 Oct 2020 01:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს

დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის

ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ

მ.ბ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა

მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან

სქესობრივი კავშირი დაამყარა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე

მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და

ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი