ირმა ინაშვილი: გაინტერესებთ, როგორ შეიძლება დიალოგის შედეგად ოკუპაცია დავანგრიოთ? გპასუხობთ - გერმანია, როგორ გაერთიანდა? აი იმ გზით უნდა წავიდეთ ჩვენ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დიპლომატია!

პოლიტიკა 18 Oct 2020 00:07

"1 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ და 900 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერია. ძალიან მნიშვნელოვანი აუდიო არჩევნები ჩავატარეთ ჩვენ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რამ პრაქტიკულად მსოფლიოში არ ყოფილა. გაინტერესებთ, როგორ შეიძლება დიალოგის შედეგად ოკუპაცია დავანგრიოთ? გპასუხობთ - გერმანია, როგორ გაერთიანდა? აი იმ გზით უნდა წავიდეთ ჩვენ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დიპლომატია."ქართულმა ოცნებამ" ისეთი სახელმწიფო ააშენა, ისეთი რეალობა შექმნა, რომ ყველაფერს ფასი დაუკარგა. "- განაცხადა პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2"-თან სტუმრობისას. 


"სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო ტერორი, ძალადობა და ადამიანები შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. დღეს "ქართულმა ოცნებამ" ისეთი ვითარება შექმნა ქვეყანაში, რომ ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი დაკარგეს. მეგობრებო, არჩევნებზე ყველანი უნდა წავიდეთ! უნდა გამოვტაცოთ ხელიდან ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა!კობახიძე, მდინარაძე, ბოკერია, სააკაშვილი - ესენი სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ჯგუფებია! არავითარი 60% "ქართულ ოცნებას" არა აქვს! ჩვენ გეუბნებით, მოგვენდეთ, გამოგვყევით "საქართველოს პატრიოტებს"! თქვენთვის არასდროს არ გვიღალატია! ამ ეთერში ვერავინ ვერ ამოიღო ხმა და ვერ დამტკიცდა, რა 8 მილიონი, რის 8 მილიონი? 8 მილიონი რომ გვქონოდა, თქვენი მთელი ეთერის სარეკლამო დროს ვიყიდიდით და გავუშვებდით სარეკლამო კლიპებს, რომ საქართველო უნდა შერიგდეს, გაერთიანდეს და გამთლიანდეს! ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები უნდა შევრიგდეთ და დიახაც, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს, სოხუმს, ცხინვალს პირდაპირი დიალოგის რეჟიმში და აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები! ამას ჩვენ გავაკეთებთ! უკვე ვაკეთებთ! სწორედ ამიტომაც ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ მართლები ვართ! "პატრიოტთა ალიანსს" ებრძვის ყველა, მაგრამ ვერ მოერევიან!"- განაცხადა ინაშვილმა. 



კომენტარები:

ფართი შოპი