კახა კახიშვილი: "შეკრებილ საზოგადოებას, გამარჯვების შემთხვევაში, მათთან მუდმივ კომუნიკაციასა და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებას დავპირდი"

პოლიტიკა 17 Oct 2020 23:57

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა ვაზისუბნის დასახლებაში ორ ლოკაციაზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გავმართე.


შეხვედრებზე მოსულ ადამიანებს ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გეგმები გავაცანი, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში განვახორციელებ.


ასევე, ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ჩემ მიერ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება ინიცირებული.


განვიხილეთ დასაქმების პროგრამასა და ეროვნულ სიმბოლიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომელთა პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გავმართე.


შეკრებილ საზოგადოებას, გამარჯვების შემთხვევაში, მათთან მუდმივ კომუნიკაციასა და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებას დავპირდი." - წერს კახიშვილი. 




კომენტარები:

ფართი შოპი