გოჩა თევდორაძე: თუ ხელისუფლება ტოტალურად გააყალბებს არჩევნებს, ჩვენ პასუხს გავცემთ და ამ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დაუდგებათ! (ვიდეო)

ხალხის ხმა 13 Oct 2020 00:25

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, ყველა ხელისუფლება, სხვა ქვეყნებშიც კი, ცდილობს წინასაარჩევნოდ კოვიდ-19-ის პანდემია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.


"ამით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლება - "ქართული ოცნებაც". იგი ისევ აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას, ზეწოლას და ძალადობას. ამ პირობებშიც კი, საარჩევნო კამპანიას თავს ღირსეულად გავართმევთ. 


ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს და იმედი გვაქვს - მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აქტიური იქნება და ჩვენ გავიმარჯვებთ!  ჩვენ ვართ სრულად მობილიზებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მხარდაჭერის მოპოვება. გვყავს ძალზედ ბევრი მომხრე და იმ რაოდენობით ვართ საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმოდგენილნი, რომ შევძლებთ ჩვენი ხმების დაცვას! თუ ხელისუფლება მაინც ტოტალურად გააყალბებს არჩევნებს, ჩვენ პასუხს გავცემთ და ხელისუფლებას ამ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დაუდგება. ყველა ხედავს, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც, ამ პანდემიის პირობებშიც კი, ფარტომასშტაბიანი აქციების გამართვა შეუძლია! "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის მოტანა!" -  განაცხადა ოჩა თევდორაძემ "ობიექტივის" ეთერში სტუმრობისას. 






კომენტარები:

ფართი შოპი