კახა კახიშვილი: გავეცანი ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლების როგორც ლოკალურ საჭიროებებს, ასევე, მათ ხედვებს კონკრეტული სფეროების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელთა გადასაჭრელად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კოორდინირებულად ვიმოქმედებთ

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ისნის რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ და პირადად ვისმენ ინფორმაციას ყველა იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც მათთვის აქტუალურია.


ამჯერად, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს შევხვდი.


მიუხედავად იმ პროექტებისა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ვაზისუბანში განხორციელდა, გამოწვევები, რომლებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, კვლავ არსებობს.


გარდა მმართველი პარტიის პროგრამისა და ჩემ მიერ რაიონისთვის დასახული გეგმების გაცნობისა, შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აქტუალური საკითხი, რომელთა საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა შესაძლებელია, სხვა ინიციატივებთან ერთად, პარლამენტის ტრიბუნიდან აუცილებლად იქნება გაჟღერებული. ამისთვის კი ამომრჩეველთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.


გავეცანი ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლების როგორც ლოკალურ საჭიროებებს, ასევე, მათ ხედვებს კონკრეტული სფეროების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელთა გადასაჭრელად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კოორდინირებულად ვიმოქმედებთ. " -  წერს კახიშვილი.





კომენტარები:

ფართი შოპი