"დავპირდი, რომ ასმეერთე დაბადების დღეს 101 ვარდით მივულოცავ"- კახა კახიშვილმა ისნის მაცხოვრებელს ნადეჟდა გაფანოვიჩს 100 წლის იუბილე მიულოცა

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ისნის მაცხოვრებელს, ქალბატონ ნადეჟდა გაფანოვიჩს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა დაბადების დღე მიულოცა. აღნიშნულის შესახებ, კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 


"დაბადების დღე მივულოცეთ ჩვენი ისნის მაცხოვრებელს, ქალბატონ ნადეჟდა გაფანოვიჩს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა. 


კიდევ ერთხელ ვულოცავ მას იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დღეგრძელობას!


ქალბატონ ნადეჟდას დავპირდი, რომ ასმეერთე დაბადების დღეს 101 ვარდით მივულოცავ და ისიც ასე მხნედ დამხვდება."
- წერს კახიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი