მთავარი ის არის, ეს ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს -სერგი კაპანაძე

პოლიტიკა 23 Sep 2020 15:38

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამედ ის გეგმა უნდა იყოს, რომლითაც პოლიტიკური ძალები გამოიყვანენ ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან.


„მოდი, ასე დავსვათ კითხვა:


გვინდა, რომ 100.000-ით მეტი ადამიანი დასაქმდეს? გვინდა, რომ თითოეულ ოჯახს მეტი ფული, მაგალითად, დამატებით 2000 ლარი გაუჩნდეს? გვინდა, რომ სიღარიბე შემცირდეს და 80 ათასი ბავშვი არ შიმშილობდეს და პენსიონერი წამალს და საკვებს უპრობლემოდ ყიდულობდეს?


თუ გვინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დავუსვათ კითხვა - რას გააკეთებენ ამის მისაღწევად?


მე გეტყვით, ჩვენ, ევროპული საქართველო რას ვაპირებთ:


- მკვეთრად დაწევა გადასახადების (საშემოსავლო, მოგება, ქონება, დღგ, აქციზი).


- მკვეთრად დაწევა ბიუროკრატიული და სამთავრობო ხარჯის. დაახლოებით 2 მილიარდის დაზოგვა.


- მთავრობის ხელში არსებული ქონების მასიურად გასხვისება, რომ კერძო საკუთრებაში გადავიდეს მიწები და საწარმოები.


- უაზრო და მავნებლური რეგულაციების გამარტივება და წურბელა მარეგულირებლების შეკვეცა.


- აქტიურად მოზიდვა ინვესტიციების და ისეთი ტურისტული და სავაჭრო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც წაახალისებს ექსპორტს და მეტი ფულის შემოსვლას (მაგ. ანაკლიის პორტის, ქუთაისის სატვირთო ტერმინალის და ა.შ.)


- დაგროვებითი საპენსიო ფონდის ნებაყოფლობითობა


- ინვესტიციების დაცვა კერძო საერთაშორისო არბიტრაჟით და დამოუკიდებელი სასამართლოთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები და ზედა ინსტანციაში ამერიკელი მოსამართლეები იქნებიან.


მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მეტი ფული და თავისუფლება ექნება ხალხს და ნაკლები რესურსი და კონტროლი მთავრობას.


ეს მხოლოდ ნაწილია... მაგრამ ამის გარეშე, არაფერი გამოვა. უბრალოდ არაფერი. და ახლა რა კატასტროფაშიც ვართ, ამაზე მძიმეში აღმოვჩნდებით.“ -აცხადებს სერგი კაპანაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი