„2024 წლის საარჩევნო მოდელს ჩვენ მიმდინარე არჩევნებზე დავტესტავთ“ - მამუკა ტუსკაძე „სოციალური სამართლიანობისთვის“ მაჟორიტარების გარეშე იბრძოლებს

პოლიტიკა 23 Sep 2020 14:18

პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს 2020 წლის არჩევნებზე დატესტავს. ამის შესახებ neopress.ge-ს პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ტუსკაძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ისინი წელსაც მხოლოდ პროპორციულისთვის მახასიათებელი ნიშნით ჩაატარებენ.


-„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს. საშტაბო სტრუქტურები ამ ფორმატში მოვაწყეთ და კანდიდატებიც ამის მიხედვით გადავანაწილეთ. ანუ ისე, როგორც ეს ექნება ყველა პარტიას  2024 წელს. ჩვენ ვართ პირველები ამ მიმართულებით. გყვავდა 30-ივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ ყველა მათგანი ჩავსვით პარტიულ სიაში.   რამდენადაც ვიცი, ასე აპირებდა „გირჩიც“, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დაეყენებინათ 2 კანდიდატი: სამგორში - ზურა (გირჩი) ჯაფარიძე და ბათუმში - იაგო ხვიჩია. დანარჩენებს, ვგულისხმობ იმ 15 პარტიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის რესურსი გააჩნიათ, ჰყავს უკვე 30-ივე მაჟორიტარი“ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.


შეგახსენებთ, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით  2024 წლიდან ჩატარდება და  წლევანდელისგან განსხვავებით, მონაწილე პარტიებს 5%–იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.



კომენტარები:

ფართი შოპი