ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, ეს გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა - დავით ბაქრაძე

პოლიტიკა 23 Sep 2020 14:15

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდენენ და მათ პარტიის პროგრამა გააცნეს.


პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული უიმედობა, უპერსპექტივობა, სიღარიბე და უმუშევრობა 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.


„ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, ყოველდღიურად უფასურდება ლარი, მატულობს სიღარიბე და გაჭირვება და ამდროს გვყავს თვითკმაყოფილებაში ჩაძირული მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ასე.


ამრიგად, ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, ეს გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც საკუთარი გეგმით და პროგრამით შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეაჩერებს  ფასების ზრდას და ვალუტის გაუფასურებას და ეს არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ იმ უიმედობის, გაჭირვების ოკეანიდან, რომელშიც დღეს არის ჩვენი ხალხი, გაჩვენოთ სწორი გამოსავალი და იყოს თქვენი გზამკვლევი ჩვენი ოჯახებისა და შვილების უკეთესი მომავლისაკენ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


„დღეს ჩვენ შევხდით საგარეჯოს ამომრჩეველს, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი პროგრამა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, საარჩევნო კამპანია მიდის ინტენსიურად და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ ოლქში გავიმარჯვებთ.


ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და როგორ მოვუტანოთ თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა. გადასახადების შემცირებით და ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარის შემცირებით, თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად, საშუალოდ, 2000 ლარით მეტი დარჩება. სასამართლო და საპოლიციო რეფორმები ნიშნავს მეტ ინვესტიციას ქვეყანაში და ეკონიმიკის გაძლიერებას. რეალური თვითმართველობა ყველა ქალაქს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივები თვითონ გადაწყვეტენ რა არის მნიშვნელოვანი მათთვის. სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით, მოსახლეობა მიიღებს იმ ქონებას, რაც ეკუთვნით მათ. ამ გეგმით, ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, ევროპული საქართველი კი იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს.“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი