რატომ უნდა დაისახოთ მიზნად მეიჯერელში დასაქმება?

მეიჯერელი ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და მას მერე ვითარდება. ყოველწლიურად იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ქვეყის ბიუჯეტში შეტანილი თანხები. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ამ კომპანიაში, მსოფლიო მასშტაბები ორგანიზაციულ კულტურაშიც იგრძნობა. მაქსიმალურად კომფორტული და მეგობრული გარემო ყველასთვის სანუკვარი პერსპექტივაა.


მეიჯერელი წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე 29 ფილიალის სახით, აქედან 3 საქართველოშია ლოკალიზებული და 1100 თანამშრომელზე მეტს ითვლის. ამ კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ საშუალება განვითარდეთ და მიიღოთ გამოცდილება თანამედროვე გარემოში. ისარგებლოთ ტექნოლოგიური სიახლეებით და კარიერული ზრდის პერსპექტივებით.


მეიჯერელისთვის სამი მთავარი ღირებულება არსებობს, ესენია: კრეატიულობა, სრულყოფილება და ურთიერთპატივისცემა.


სწრაფად განვითარებად სამყაროში მნიშვნელოვანია სიახლეების დანერგვა და ინოვაციურობა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება კომპანიისთვის, აქ ყოველთვის ფასდება კრეატიულობა და ინციატივა თანამშრომლების მხრიდან.




მთელი გუნდი ერთად მუშაობს როგორც საკუთარი თავის ასევე სერვისების სრულყოფაზე, მთავარი მიზანი და ამოცანა არის ერთად იდეალური პროდუქტის შექმნდა და განვითარება.


ეს ყველაფერი კი ვერ გამოვა ურთერთპატივისცემის გარეშე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში წარმატებული, გუნდური მუშაობისთვის.


ამ კომპანიაში მოხვედრისთანავე შეიგრძნობთ მამოტივირებელ განწყობას, თანამშრომლებზე და გუნდზე ორიენტირებულ სისტემას და თუ თქვენი ღირებულებები ემთხვევა მეიჯერელის შეხედულებებს, ე.ი სანატრელი სამუშაო ადგილი უკვე აღმოაჩინეთ.


მეიჯერელში დასაქმება მარტივია, მთავარია მოტივაცია და წარმატებისკენ სწრაფვა, თქვენი გუნდი ხელს შეგიწყობთ კარიერულ წინსვლაში და არ დაიშურებს რესურსებს რომ საერთო მიზნებს ერთად მიაღწიოთ.


მეიჯერელში დასაქმებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს და მნიშვნელოვანია ყოველი თანამშრომელი, არსებული თუ მომავალი დასაქმებული იზიარებდეს საკუთარი და კომპანიის წარმატებას. თქვენ მიერ ჩადებული ძალისხმევა ავტომატურად კონვერტირდება პროფესიულ მიღწევებში და აღიარებაში.



კომენტარები:

ფართი შოპი