რას შეცვლის რიგითი მოქალაქეებისთვის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა?

30 Jan 2018 00:01

თევდორე კობახიძე, ააიპ „ახალგაზრდა კანონმდებლების“ თავმჯდომარე:


_აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“  არ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ქართულენოვანი ანოტაციით.


ვინაიდან მომხმარებელს დღეის მდგომარეობით  არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქტის ძირითად მახასიათებლებს, რადგან საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობას არ ახლავს თანდართული ანოტაცია სახელმწიფო ენაზე, რაც შეუძლებელს ხდის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კონკრეტული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას, მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა  მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ქართულ ენაზე ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან ურთიერთქმედება, მიღების წესი და დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.

კომენტარები: